• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ზედიზედ ორჯერ მუნდიალის მწვერვალზე: მხოლოდ ორი ქვეყანა საუკუნოვან ისტორიაში
ფეხბურთიფეხბურთი

ზედიზედ ორჯერ მუნდიალის მწვერვალზე: მხოლოდ ორი ქვეყანა საუკუნოვან ისტორიაში

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მსოფლიო ჩემპიონატის ერთხელ მოგება სპორტში ერთ-ერთი ყველაზე რთული მისიაა, ხოლო ტიტულის ზედიზედ ორჯერ დაუფლება კი თითქმის შეუძლებელი.


ტურნირის საუკუნოვან ისტორიაში ეს მხოლოდ ორმა ნაკრებმა შეძლო: იტალიამ და ბრაზილიამ.


ახლა, როცა 2026 წლის მუნდიალი ახლოვდება, ლიონელ მესი და არგენტინა შეეცდებიან ამ ელიტარულ კლუბს შეუერთდნენ. თუ ვინმეს შეუძლია ამ ისტორიული ბარიერის დაძლევა, ეს სწორედ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.


იტალია: პირველი ისტორიაში


პირველი გუნდი, რომელმაც ზედიზედ ორი მსოფლიო თასი აღმართა, იტალია იყო. სკუადრა აძურიმ 1934 წელს შინ გამართულ ჩემპიონატში ჩეხოსლოვაკია დაამარცხა. ოთხი წლის შემდეგ, 1938 წელს საფრანგეთში, იტალიელები უკვე მოქმედი ჩემპიონების სტატუსითა და აბსოლუტური დომინაციით ჩავიდნენ.

ლეგენდარული ვიტორიო პოცოს ხელმძღვანელობით, იტალიას იმ პერიოდში შთამბეჭდავი, 30-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. მათ გზად ნორვეგია, საფრანგეთი და ბრაზილია ჩამოიშორეს, ფინალში კი უნგრეთს 4:2 სძლიეს. იტალიელების შანსი, ზედიზედ მესამე ტიტული მოეგოთ, მეორე მსოფლიო ომმა შეიწირა, რის გამოც ტურნირი 1950 წლამდე აღარ ჩატარებულა.


ბრაზილიის ეპოქა


ორი ათწლეულის შემდეგ, ბრაზილია გახდა მეორე ქვეყანა, რომელმაც ტიტული შეინარჩუნა. 1958 წელს შვედეთში გამართულ მუნდიალზე სამყარომ 17 წლის პელე გაიცნო, რომელმაც სელესაოს ფინალში მასპინძლების განადგურებაში (5:2) დაეხმარა.

1962 წელს ჩილეში ბრაზილიამ ტიტული წარმატებით დაიცვა. მართალია, პელემ ჯგუფურ ეტაპზე ტრავმა მიიღო და ტურნირს გამოეთიშა, თუმცა გუნდში გარინჩა, ვავა და ამარილდო ბრწყინავდნენ. ფინალში ბრაზილიამ ჩეხოსლოვაკიას 3:1 მოუგო. მათი მცდელობა, 1966 წელს ინგლისში ჰეთ-თრიკი შეესრულებინათ, წარუმატებლად დასრულდა. გუნდი ჯგუფში უნგრეთთან და პორტუგალიასთან მარცხის შემდეგ ჩარჩა.


ბევრი მცდელობა და წარუმატებელი ფინიში


ამ ელიტარულ კლუბში მოხვედრასთან ბევრი ნაკრები იყო ახლოს. არგენტინამ 1986 წლის ტრიუმფის შემდეგ, 1990 წელს კვლავ მიაღწია ფინალამდე დიეგო მარადონას წინამძღოლობით, თუმცა გერმანიასთან დამარცხდა.

ბრაზილიასაც ჰქონდა შანსი 1994 წლის მოგების შემდეგ ტიტული 1998 წელსაც დაესაკუთრებინა, მაგრამ ფინალში მასპინძელ საფრანგეთთან მძიმე მარცხი იწვნია. ბოლოს კი ეს შანსი თავად ფრანგებს ჰქონდათ 2022 წელს ყატარში, თუმცა დრამატულ ფინალში, პენალტების სერიაში, არგენტინამ გაიმარჯვა.

სწორედ ამ გამარჯვებით შეინარჩუნა ამ მიღწევამ თავისი ექსკლუზიურობა. ახლა კი ჯერი ისევ არგენტინაზეა. ისტორია გვეუბნება, რომ შანსები მცირეა, თუმცა მესისა და მისი გუნდისთვის იტალიისა და ბრაზილიის გვერდით ადგილის დამკვიდრება 2026 წლის მუნდიალის მთავარი ინტრიგა იქნება.

გიორგი ლემონჯავა

გიორგი ლემონჯავა

არგენტინა
იტალია
ბრაზილია
მესი
იტალიის ნაკრები
მარადონა
პელე

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

არგენტინამ ფინალისიმას მადრიდში ჩატარებაზე კატეგორიული უარი განაცხადა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არგენტინამ ფინალისიმას მადრიდში ჩატარებაზე კატეგორიული უარი განაცხადა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფოტო: ბრაზილიის ნაკრებისა და ჯორდანის ბრენდის კოლაბორაცია მუნდიალისთვის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფოტო: ბრაზილიის ნაკრებისა და ჯორდანის ბრენდის კოლაბორაცია მუნდიალისთვის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"იმ ფეხბურთის განსახიერებაა, რომელიც მე მიყვარს", — აზარმა მესისა და რონალდუს შორის არჩევანი გააკეთა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"იმ ფეხბურთის განსახიერებაა, რომელიც მე მიყვარს", — აზარმა მესისა და რონალდუს შორის არჩევანი გააკეთა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესი და არგენტინა ბერნაბეუზე უარს ამბობენ — ფინალისიმას ჩატარება საფრთხეშია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესი და არგენტინა ბერნაბეუზე უარს ამბობენ — ფინალისიმას ჩატარება საფრთხეშია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

12 მარ, 2026

არგენტინამ ფინალისიმას მადრიდში ჩატარებაზე კატეგორიული უარი განაცხადა

News image

24 სთ წინ

ფოტო: ბრაზილიის ნაკრებისა და ჯორდანის ბრენდის კოლაბორაცია მუნდიალისთვის

News image

13 მარ, 2026

"იმ ფეხბურთის განსახიერებაა, რომელიც მე მიყვარს", — აზარმა მესისა და რონალდუს შორის არჩევანი გააკეთა

News image

13 მარ, 2026

მესი და არგენტინა ბერნაბეუზე უარს ამბობენ — ფინალისიმას ჩატარება საფრთხეშია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება