ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

მესის კარიერის დასასრული გადაიდო?
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

მესის კარიერის დასასრული გადაიდო?

19 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ ღიად აღიარა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერა რაც შეიძლება დიდხანს გააგრძელოს.


სკალონის თქმით, მოედანზე 10 ნომრის გარეშე ცხოვრებაზე ფიქრი მას დიეგო მარადონას წასვლით გამოწვეულ ტკივილს ახსენებს. სანამ ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, ინტერ მაიამის 38 წლის ვარსკვლავის მომავალი კვლავ მთავარ საფეხბურთო თემად რჩება.

Conmebol-თან ინტერვიუში სკალონიმ აღნიშნა, რომ ლეგენდარულ კაპიტანთან გამოსამშვიდობებლად მზად არ არის. მესიმ, რომელსაც ნაკრებში ფენომენალური სტატისტიკა აქვს,198 მატჩი და 116 გოლი, არგენტინას ყატარის 2022 წლის მუნდიალი და ორი კოპა ამერიკა მოაგებინა. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირისთვის ნაკრების 55-კაციანი გაფართოებული სია უკვე ცნობილია, მწვრთნელი მხოლოდ აწმყოზე ფიქრობს:


მისი თამაშის ყურება ნამდვილი საოცრებაა, იმის მიუხედავად, იქნება ეს მისი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი თუ არა. არ მიყვარს წინასწარ ნოსტალგიაში ჩავარდნა ან იმაზე დარდი, თუ რა მოხდება მომავალში. მინდა, უბრალოდ დღევანდელი დღით ვისიამოვნო, რადგან მისი მოედანზე ხილვა ყველასთვის უდიდესი ბედნიერებაა


სევდიანი პარალელი მარადონასთან


თაობის უდიდესი ტალანტის დაკარგვის შიში არგენტინელთა დამრიგებლისთვის მძიმე ემოციური ტვირთია. სკალონი პარალელს 1986 წლის მუნდიალის გმირთან, ლეგენდარულ დიეგო მარადონასთან ავჩენს და ამბობს, რომ გუნდის მესის გარეშე წარმოდგენა ძალიან უჭირს:

მირჩევნია ვიფიქრო, რომ ის თამაშს გააგრძელებს. საშინლად სევდიანია იმის გაცნობიერება, რომ მას მოედანზე ვეღარ ვიხილავთ, ზუსტად ისე, როგორც დიეგოს შემთხვევაში მოხდა. მათ ფეხბურთის ისტორია შეცვალეს. ფიქრი იმაზე, რომ ლეო აღარ ითამაშებს, მოსვენებას არ მაძლევს, ამიტომ ამაზე ფიქრს საერთოდ ვარიდებ თავს


როდესაც ჰკითხეს, როგორ მოახერხებდა მესისა და მარადონას ერთად ათამაშებას, სკალონიმ უპასუხა, რომ ეს არანაირ ტაქტიკურ პრობლემას არ შეუქმნიდა:

რა თქმა უნდა, ჩემს გუნდში ისინი ერთად ითამაშებდნენ. სათამაშო სისტემას მწვრთნელის კი არა, ფეხბურთელების მიხედვით ვადგენ. ისინი მსოფლიოს საუკეთესოები იყვნენ და მოედანზე ერთმანეთს იდეალურად შეავსებდნენ, პრობლემები კი მხოლოდ ჩვენს მეტოქეებს შეექმნებოდათ


მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები მეოთხე ტიტულის მოსაპოვებლად მზადებას განაგრძობენ. ბოლო ამხანაგურ მატჩებში მათ მავრიტანია (2:1) და ზამბია (5:0) დაამარცხეს. მუნდიალის დაწყებამდე არგენტინა კიდევ ორ ტესტ-მატჩს გამართავს: 7 ივნისს ჰონდურასთან და 10 ივნისს ისლანდიასთან. J ჯგუფში ტიტულის დაცვას სკალონის გუნდი 17 ივნისს, ალჟირის წინააღმდეგ მატჩით დაიწყებს, რის შემდეგაც ავსტრიასა (22 ივნისი) და იორდანიას (28 ივნისი) დაუპირისპირდება.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

argentina
მარადონა
მესი
მსოფლიო ჩემპიონატი
სკალონი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

სომალელი მსაჯი ამერიკაში არ შეუშვეს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სომალელი მსაჯი ამერიკაში არ შეუშვეს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

როსარიოდან მაიამიმდე: სახლი, რომელიც მესიმ იპოვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როსარიოდან მაიამიმდე: სახლი, რომელიც მესიმ იპოვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რისკი თუ გათვლილი გეგმა? - რატომ დატოვა მაროკომ ტრავმირებული გუნდში

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რისკი თუ გათვლილი გეგმა? - რატომ დატოვა მაროკომ ტრავმირებული გუნდში
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სკანდალი მუნდიალამდე - ირანს ბილეთების კვოტა გაუუქმდა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სკანდალი მუნდიალამდე - ირანს ბილეთების კვოტა გაუუქმდა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

6 სთ წინ

სომალელი მსაჯი ამერიკაში არ შეუშვეს

News image

4 სთ წინ

როსარიოდან მაიამიმდე: სახლი, რომელიც მესიმ იპოვა

News image

1 სთ წინ

რისკი თუ გათვლილი გეგმა? - რატომ დატოვა მაროკომ ტრავმირებული გუნდში

News image

1 სთ წინ

სკანდალი მუნდიალამდე - ირანს ბილეთების კვოტა გაუუქმდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება