• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
უეფა „ვინისიუსის წესის" შემოღებას არ ჩქარობს
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

უეფა „ვინისიუსის წესის" შემოღებას არ ჩქარობს

19 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

უეფაში არ დაუჭირეს მხარი წესს, რომელიც პირზე ხელის აფარების გამო ფეხბურთელების გაძევებას ითვალისწინებს.


როგორც ცნობილია, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კონფლიქტების დროს პირზე ხელის აფარებისთვის ფეხბურთელებს მოედნიდან გააძევებენ. თუმცა, ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ (IFAB) ეს წესი ყველა ტურნირისთვის სავალდებულო არ გახადა.


The Guardian-ის ინფორმაციით, ოთხშაბათს სტამბოლში უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის ამ სეზონის ბოლო სხდომა გაიმართება და წესების ცვლილებები დღის წესრიგში შეტანილი არ არის. საკლუბო შეჯიბრებების კომიტეტი მომავალ კვირას დაამტკიცებს მომავალი სეზონის მამაკაცთა და ქალთა ტურნირების ჩატარების წესებს, სადაც არსებითი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.


ამგვარად, უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე პირზე ხელის აფარების გამო ფეხბურთელებს ჯერჯერობით არ გააძევებენ.


ორგანიზაციის წყაროებმა აღნიშნეს, რომ მათი მსაჯთა კომიტეტი დააკვირდება, თუ რა როლს ითამაშებს ახალი წესები მსოფლიო ჩემპიონატზე. მომავალში უეფა-მ შესაძლოა იმსჯელოს ამ წესების საკუთარ ტურნირებში შემოღებაზე.


შეგახსენებთ, რომ მანამდე ბენფიკას შემტევი, ჯანლუკა პრესტიანი ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს, ვინისიუსის მისამართით გაჟღერებული „ჰომოფობიური შეურაცხყოფის“ გამო 6 მატჩით (აქედან 3 პირობითი) დასაჯეს. კონფლიქტის დროს პრესტიანის პირი მაისურით ჰქონდა დაფარული, რის გამოც ვერ მოხერხდა იმის დამტკიცება, ზუსტად რა თქვა პრესტიანიმ. ვინისიუსი ამტკიცებდა, რომ არგენტინელმა რასისტული შეურაცხყოფა მოაყენა.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ჩემპიონთა ლიგა
მსოფლიო ჩემპიონატი
რეალი
ვინისიუსი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

როსარიოდან მაიამიმდე: სახლი, რომელიც მესიმ იპოვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როსარიოდან მაიამიმდე: სახლი, რომელიც მესიმ იპოვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოურინიოს რეალში ბარსელონას სამიზნე მცველი სურს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოურინიოს რეალში ბარსელონას სამიზნე მცველი სურს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რისკი თუ გათვლილი გეგმა? - რატომ დატოვა მაროკომ ტრავმირებული გუნდში

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რისკი თუ გათვლილი გეგმა? - რატომ დატოვა მაროკომ ტრავმირებული გუნდში
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სკანდალი მუნდიალამდე - ირანს ბილეთების კვოტა გაუუქმდა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სკანდალი მუნდიალამდე - ირანს ბილეთების კვოტა გაუუქმდა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

4 სთ წინ

როსარიოდან მაიამიმდე: სახლი, რომელიც მესიმ იპოვა

News image

4 სთ წინ

მოურინიოს რეალში ბარსელონას სამიზნე მცველი სურს

News image

1 სთ წინ

რისკი თუ გათვლილი გეგმა? - რატომ დატოვა მაროკომ ტრავმირებული გუნდში

News image

1 სთ წინ

სკანდალი მუნდიალამდე - ირანს ბილეთების კვოტა გაუუქმდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება