ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

რეალი რაშფორდის ხელში ჩაგდებას გეგმავს
ფეხბურთიფეხბურთი

რეალი რაშფორდის ხელში ჩაგდებას გეგმავს

19 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მანჩესტერ იუნაიტედს მიმდინარე ზაფხულს მარკუს რაშფორდის სარფიანად გაყიდვის კარგი შანსი ეძლევა.


28 წლის ინგლისელმა თავდამსხმელმა ეს სეზონი იჯარით ბარსელონაში გაატარა, სადაც ჰანსი ფლიკის გუნდში 48 მატჩში 14 გოლითა და 14 ასისტით გამოიჩინა თავი. კატალონიურ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება აქვს, თუმცა ტრანსფერის ირგვლივ გარკვეული ფინანსური უთანხმოება შეიქმნა.

ბარსელონა ცდილობს, რომ მანჩესტერ იუნაიტედის მიერ დაწესებული 30 მილიონი შეამციროს ან გარიგება შეცვალოს. კატალონიელების მთავარი სურვილია, ფეხბურთელი კიდევ ერთი სეზონით იჯარით დაიტოვონ და გადახდა მომავლისთვის გადაავადონ.

მანჩესტერ იუნაიტედის პოზიცია კი მკაფიოა: ისინი ფასის დაკლებას არ აპირებენ. კლუბში მიიჩნევენ, რომ რაშფორდს ოლდ ტრაფორდზე მომავალი არ აქვს, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის გამო მისი ხელფასი ავტომატურად იზრდება, ამიტომ ინგლისელებს მისი სასწრაფოდ გასხვისება სურთ და ბარსელონას ეუბნებიან - „ან გადაიხადეთ, ან სხვა მყიდველს ვნახავთ“.

სწორედ ამ დროს საქმეში ჟოზე მოურინიო ერთვება, რომელიც ბენფიკას დატოვების შემდეგ, ამ ზაფხულს მადრიდის რეალს ჩაიბარებს და სანტიაგო ბერნაბეუზე მეორე ვოიაჟს დაიწყებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელ სპეციალისტს ძალიან სურს რაშფორდის თავის ახალ გუნდში ხილვა და ის მადრიდელთა ერთ-ერთი პირველი სატრანსფერო სამიზნე იქნება.


თუ ბარსელონასთან მოლაპარაკებები კიდევ უფრო გაიწელება, რეალი მზადაა ტრანსფერი ჩაშალოს, ფასი სრულად გადაიხადოს და თავდამსხმელი დედაქალაქში წაიყვანოს, რაც მანჩესტერ იუნაიტედისთვის იდეალური სცენარია.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ბარსელონა
ლა ლიგა
მანჩესტერი
ჟოზე მოურინიო
პრემიერ ლიგა
რაშფორდი
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

6 სთ წინ

ნიუკასლმა ფრანგი მეკარის ტრანსფერი შეათანხმა

News image

6 სთ წინ

უნდა გაიფორმოს ბარსელონამ რაშფორდი?

News image

6 სთ წინ

ბაიერნი ოლისეს გაყიდვაზე უარს ამბობს

News image

4 სთ წინ

მოურინიოს რეალში ბარსელონას სამიზნე მცველი სურს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

ნიუკასლმა ფრანგი მეკარის ტრანსფერი შეათანხმა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნიუკასლმა ფრანგი მეკარის ტრანსფერი შეათანხმა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

უნდა გაიფორმოს ბარსელონამ რაშფორდი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

უნდა გაიფორმოს ბარსელონამ რაშფორდი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბაიერნი ოლისეს გაყიდვაზე უარს ამბობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბაიერნი ოლისეს გაყიდვაზე უარს ამბობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოურინიოს რეალში ბარსელონას სამიზნე მცველი სურს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოურინიოს რეალში ბარსელონას სამიზნე მცველი სურს
•ფეხბურთი

ფეხბურთი