კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი მე-6 მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებენ.
დღეს გამოქვეყნდა პორტუგალიის ნაკრების საბოლოო განაცხადი მუნდიალისთვის და დადასტურდა, რომ რონალდუ თავის მე-6 მუნდიალზე მიემგზავრება. რაც შეეხება მესის, ის არგენტინის 55-კაციან განაცხადში მოხვდა, საბოლოო კი ჯერ არ გამოქვეყნებულა, ამიტომ იგივეს თქმა დადასტურებულად ამ ეტაპზე არ შეგვიძლია. თუმცა, მესის მუნდიალზე წასვლაში, თუ რაიმე პრობლემამ არ შეუშალა ხელი, ეჭვი არავის ეპარება.
რონალდუს მეექვსე მუნდიალი - პორტუგალიის შემადგენლობა ცნობილია!
ფეხბურთის ორი გენიოსისთვის ეს მე-6 მუნდიალი იქნება, აქამდე მათ 2006, 2010, 2014, 2018 და 2022 წლების ტურნირზე აქვთ მონაწილეობა მიღებული. ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე აქამდე ისტორიაში არცერთ ფეხბურთელს არ უთამაშია.
ხუთ სხვადასხვა მუნდიალზე აქვთ მონაწილეობა მიღებული ანტონიო კარბახალს, რაფა მარკესს, ლოთარ მათეუსს, ანდრეს გუარდასოს, კრიშტიანუ რონალდუს და ლეო მესის.