პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საბოლოო, 27-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. გუნდს სათავეში კვლავინდებურად 41 წლის კრიშტიანუ რონალდუ ჩაუდგება, რომლისთვისაც ეს კარიერაში რეკორდული, მეექვსე მუნდიალი იქნება.
პორტუგალია ტურნირზე K ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, კოლუმბიისა და უზბეკეთის ნაკრებები იქნებიან.
გამოძახებულ ფეხბურთელებს შორის ისეთი აღიარებული ვარსკვლავები არიან, როგორებიცაა კრიშტიანუ რონალდუ, ბრუნო ფერნანდეში, ბერნარდუ სილვა, ვიტინია, ჟოაუ ნევეში, რაფაელ ლეაუ და რუბენ დიაში. სწორედ ეს აქცევს პორტუგალიას მომავალი ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად.
მიუხედავად იმისა, რომ განაცხადს მიღმა რამდენიმე ცნობილი სახელიც დარჩა, რობერტო მარტინესის გუნდი ჩრდილოეთ ამერიკაში მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული და ძლიერი შემადგენლობით მიემგზავრება, რათა ტიტულისთვის ბოლომდე იბრძოლოს.
41 წლის კრიშტიანუ რონალდუ კარგად აცნობიერებს, რომ 2026 წლის მუნდიალი მისი ბოლო შანსია ფეხბურთის მთავარი ოქროს თასის მოსაგებად - ერთადერთი ტიტულისა, რომელიც მის უმდიდრეს კოლექციას აკლია.
პორტუგალიის სრული შემადგენლობა:
მეკარეები: დიეგო კოშტა, ჟოზე სა, რუი სილვა, რიკარდო ველო.
მცველები: დიეგო დალო, მატეუს ნუნეში, ნელსონ სემედო, ჟოაუ კანსელუ, ნუნუ მენდეში, გონსალუ ინასიუ, რენატო ვეიგა, რუბენ დიაში, ტომაშ არაუხო.
ნახევარმცველები: რუბენ ნევეში, სამუელ კოშტა, ჟოაუ ნევეში, ვიტინია, ბრუნო ფერნანდეში, ბერნარდუ სილვა.
თავდამსხმელები: ჟოაო ფელიქსი, ფრანსისკუ ტრინკაუ, ფრანსისკუ კონსეისაუ, პედრუ ნეტუ, რაფაელ ლეაუ, გონსალუ გედეში, გონსალო რამოში, კრიშტიანუ რონალდუ.