პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა ღიად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აპირებს კრიშტიანუ რონალდუს დატვირთვის გადანაწილებას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.
მარტინესის თქმით, ეს პროცესი აბსოლუტურად ბუნებრივად ჩაივლის, რადგან ტურნირის ცხელ დღეებში, კლუბებში მიღებული სტანდარტული საზომები და კრიტერიუმები უბრალოდ არ მუშაობს. სანამ ლეგენდარული ფორვარდი მსოფლიო სცენაზე თავისი კარიერის, სავარაუდოდ, ბოლო აკორდისთვის ემზადება, ნაკრების დამრიგებელი განმარტავს, რომ მოკლევადიან ჩემპიონატებს სრულიად სხვა კანონები აქვს.
მარტინესმა ეგრევე გააქარწყლა ყველა ეჭვი, რომელიც ალ ნასრის 39 წლის სუპერვარსკვლავის ფიზიკურ კონდიციებსა და ასაკს უკავშირდება. მუნდიალის ოფიციალური განაცხადის წარდგენის შემდეგ, ესპანელმა სპეციალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კაპიტნის გარშემო სიტუაცია ყოველგვარი ზედმეტი სირთულეებისა და ხელოვნური ჩარჩოების გარეშე კონტროლდება:
ამ ყველაფერს ძალიან ბუნებრივად ვუყურებთ. მსოფლიო ჩემპიონატზე არ არსებობს ისეთი შაბლონები, როგორიცაა ფეხბურთელის ასაკი ან კლუბში გატარებული წუთები. აქ მსგავსი რამ არ მუშაობს. ახლა ყველა მაქსიმალურად ფოკუსირებულია და ჩვენი ერთადერთი საქმე დღითი დღე სიტუაციის სწორად მართვაა, მეტი არაფერი
სანაკრებო ტურნირის დაუნდობელი კანონები
ევერტონისა და ბელგიის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა მთავარი აქცენტი საკლუბო და სანაკრებო მწვრთნელობის სპეციფიკას შორის არსებულ უდიდეს განსხვავებაზე დასვა. თუ საკლუბო დონეზე მწვრთნელები იძულებულნი არიან ფეხბურთელების გადაღლილობა 9-თვიან მარათონზე გადაანაწილონ, მუნდიალის დაუნდობელ გარემოში ბიოლოგიურ ასაკზე ფიქრის დრო არავის აქვს, აქ გადაწყვეტილებები აქ და ამჟამად, მომენტალურად მიიღება.
ჩვენ შევიძლია ბევრ ოცნებაზე ვისაუბროთ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ თავიდან მხოლოდ სამი მატჩი გვაქვს სათამაშო. აი, ეს არის ჩვენი მსოფლიო ჩემპიონატი. ჩვენი მისიაა, ეს პირველი სამი შეხვედრა მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ
მარტინესმა პორტუგალიის ნაკრების სათავეში ჩადგომის დღიდან რონალდუსთან და გუნდის ბირთვთან ერთად უზარმაზარი სამუშაო გასწია. ის აღნიშნავს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში დაგროვილი ფსიქოლოგიური თუ ტაქტიკური მონაცემები მათ ამერიკულ გზაზე უდიდეს უპირატესობას მისცემს.
„ჩვენ უკვე უამრავი ინფორმაცია გვაქვს, რადგან თითქმის 40 მატჩი გამოვიარეთ ერთად. ახლა უბრალოდ ამ ჯგუფის სწორად მართვაა საჭირო, რაც სრულიად ბუნებრივი პროცესია.“
მიუხედავად იმისა, რომ პრესისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში ყოველთვის ლეგენდარული შვიდიანია, მარტინესი მყარად დგას თავის პოზიციაზე, წარმატება მხოლოდ მთლიანი, 27-კაციანი შემადგენლობის ერთიანობაზეა დამოკიდებული. პორტუგალიელთა გეგმა მარტივია: ყოველი ფეხბურთელი, მათ შორის კრიშტიანუ რონალდუც, დაემორჩილება მხოლოდ ერთადერთ მიზანს, რა სჭირდება გუნდს ოქროს მოპოვებისთვის მომავალ 90 წუთში.