ლუის ენრიკემ უპასუხა შეკითხვას, როგორ უმკლავდება კრიტიკას.
ლუის ენრიკე: "ისეთი ვარსკვლავები გვჭირდება, რომლებიც გუნდს ემსახურებიან"
„მე გაცილებით წარმატებული ვიყავი იმ პერიოდში, როცა ვერ ვიგებდი, მაგრამ თქვენ სიკვდილამდე მაკრიტიკებდით.
ახლაც ბევრ შეცდომას ვუშვებ, მაგრამ შედეგი არის შედეგი.
წინ გვაქვს საკლუბო მუნდიალის ფინალი, რომლის მოგებაც გვინდა და ასი პროცენტით უნდა დავიხარჯოთ.
ყველამ ვნახეთ მან სიტი, რომელიც ყველაფერს იგებდა, შემდეგ კი 10 თამაში წააგეს და ისინი პრესამ გაანადგურა. პეპი კვლავაც მსოფლიოში საუკეთესოა, მას კი მიწასთან ასწორებენ." - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.