სანაკრებო პაუზა დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კვირაში საქართველოს ნაკრები ითამაშებს, ხოლო 18-წლამდელი მორაგბეები კი ევროპის ჩემპიონატის მოგებას შეეცდებიან - დღევანდელ ბლოგში ამ კვირაში გასამართ ამ და სხვა საინტერესო ქართულ მოვლენებზე მოგიყვებით.
საქართველო v უნგრეთი
უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში უნგრეთს უმასპინძლებს.
რამაზ სვანაძემ მოახლოებული მატჩებისთვის შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზთეფე, თურქეთი), ნოდარ ყალიჩავა (დინამო ბათუმი, საქართველო)
დაცვა: საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), საბა საზონოვი (ხეტაფე, ესპანეთი), ივა გელაშვილი (კლუჟი, რუმინეთი), ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ჯემალ ტაბიძე (კაისერისპორი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია, უკრაინა), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო ფაიერ, აშშ), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), ნოდარ ლომინაძე (ტორპედო, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი მოისწრაფიშვილი (სპარტაკ ტრნავა, სლოვაკეთი), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი წიტაიშვილი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (რასინგი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი)
საქართველოს ნაკრები ოთხი ტურის შემდეგ მოუგებელია - რამაზ სვანაძის გუნდი B ლიგის მეორე ჯგუფში 2 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება უნგრეთს, პირველ ორ ტურში წარუმატებლობის შემდეგ, მარკო როსის შეგირდებმა ჯერ საქართველო დაამრცხეს, შემდეგ კი უკრაინა და 7 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს.
საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებების დაპირისპირება შაბათს, 14 ნოემბერს, 21:00-ზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
სანაკრებო პაუზის მეორე მატჩს საქართველოს ნაკრები უკრაინასთან, სლოვაკეთში, 17 ნოემბერს გამართავს.

საქართველო v ნიდერლანდები
პრაღაში რაგბის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი იმართება - ტურნირში მონაწილეობას 8 ქვეყანა იღებდა: მასპინძელი ჩეხეთი, მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი, ბელგია, გერმანია, პორტუგალია და საქართველო.
ბორჯღალოსნებმა მეოთხედფინალში პოლონეთი 45:5 გაანადგურეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩი სამშაბათს, 10 ნოემბერს, 19:00-ზე გაიმართება.
ფინალში გასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები 14 ნოემბერს ესპანეთსა და ჩეხეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სპაერი v იბერია
კვირას, 15 ნოემბერს საქართველოს ჩემპიონატის 35-ე ტურის მატჩი წინასწარ გაიმართება, სადაც ერთმანეთს სპაერი და იბერია 1999 დაუპირისპირდებიან. ოთხი ტურით ადრე ეროვნულ ლიგაში ვითარება საოცრად დაძაბულია - იბერია ზედიზედ მესამე ჩემპიონობისთვის იბრძვის, ხოლო სპაერი ელიგაში დასარჩენად.

ქართველები NBA-ში
ამ კვირაში სანდრო მამუკელაშვილის ლეიკერსი ორ მატჩს გამართავს - ყვითლები 10 ნოემბერს 04:00-ზე ატლანტას, ხოლო 12-ში 05:00-ზე მინესოტას დაუპირისპირდებიან.
მამუკელაშვილი ამ სეზონში მოედანზე საშუალოდ 22.7 წუთს ატარებს, რა დროშიც მის ანგარიშზე 8.6 ქულა, 4.3 მოხსნა და 1.5 ასისტია.
საკმაოდ ცოტა დრო ეძლევა გოგა ბითაძეს ორლანდო მეჯიქში - ქართველი ცენტრი პარკეტზე საშუალოდ 8.7 წუთს ატარებს, რა დროშიც 3.7 ქულას, 3.4 მოხსნასა და 0.6 ასისტს აგროვებს.
ბითაძის ორლანდო ამ კვირაში საკრამენტოს, იუტას და მილოუკის დაუპირისპირდება.
