იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
გაიცანი იბერიელი: თორნიკე მეგრელიშვილი
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

გაიცანი იბერიელი: თორნიკე მეგრელიშვილი

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

იბერია 1999-მა ისტორია დაწერა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეორე კლუბი გახდა, რომელმაც ევროთასების ფინალურ ეტაპზე მოხვედრა შეძლო - უკანასკნელად ეს 22 წლის წინ თბილისის დინამომ გააკეთა.


იბერიამ უეფას კონფერენს ლიგაზე უკვე სამი მატჩი ჩაატარა და წინ კიდევ სამი ევროპული საღამო ელოდება - ამ დროის განმავლობაში, ჩვენს ბლოგების სერიაში დედაქალაქური კლუბის ფეხბურთელებს გაგაცნობთ.


დღევანდელ ბლოგში იბერიას ერთ-ერთ ყველაზე სტაჟიან წევრზე, თბილისური კლუბის პირველ ნომერზე და ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ევროპული ღამის გმირზე, თორნიკე მეგრელიშვილზე მოგიყვებით.


თორნიკე 2000 წლის 8 მაისს თბილისში დაიბადა და ფეხბურთის თამაში პატარა ასაკში ჩემპიონის აკადემიაში დაიწყო. მეკარეობა მისი თავდაპირველი არჩევანი არ ყოფილა, თუმცა მისი ეს ნიჭი მალევე შეამჩნიეს და 2011 წელს საბურთალოს აკადემიას უკვე მეკარის რანგში შეუერთდა.


თორნიკე მეგრელიშვილი და გიორგი ჯინჯოლავა (შუაში)


მეგრელიშვილი ჯინჯოლავასთან ერთად იბერია 1999-ის ყველაზე სტაჟიანი წევრია და უკვე თითქმის 10 სეზონია პირველ გუნდში ირიცხება. 2017 წელს ახალგაზრდა მეკარემ ბედი თურქეთში, ბეშიქთაშის აკადემიაშიც სცადა, თუმცა მალევე საქართველოში დაბრუნდა.


მეგრელიშვილი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ახალგაზრდული, მათ შორის 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი. 2022 წელს თორნიკე ვილი სანიოლის ეროვნულ ნაკრების ერთ-ერთი კანდიდატი იყო და ნაკრებთან ერთად ერთი ვარჯიშიც ჩაატარა.



ეროვნულ ლიგაში მისი დებიუტი 2020 წელს ლევან კორღალიძის ხელში შედგა და მას შემდეგ იბერიას მაისურით 60-ზე მეტი მატჩი ჩაატარა - მათ შორის ყველაზე გამორჩეული 2022 წლის სეზონი იყო, როდესაც მეგრელიშვილმა და საბურთალომ უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯერ ტირანას პარტიზანი დაამარცხეს, შემდეგ კი ბუქარესტის სტიაუასთან დრამატულ ბრძოლაში 4:3 დამარცხდნენ.


პარტიზანი 0:1 (4:5) საბურთალო. 2022.


შინ მინიმალური სხვაობით წაგებული მატჩის შემდეგ, საბურთალომ პარტიზანს გასვლაზე 1:0 სძლია - მატჩი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც მეგრელიშვილმა ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა. 


2024 წლის სეზონში მეგრელიშვილი იჯარით სამტრედიაში გადაბარგდა, სადაც ეროვნულ ლიგაში 21 მატჩი ჩაატარა. მშობლიურ კლუბში დაბრუნების შემდეგ თორნიკემ იბერიასთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა, მანამდე კი 2021 და 2023 წლებში დავით ყიფიანის თასიც აღმართა.


მიმდინარე სეზონში მეგრელიშვილის ანგარიშზე 20 მატჩია, საიდანაც თორნიკემ კარი მშრალად ექვს შეხვედაში შეინახა. 



შეგახსენებთ, რომ უეფას კონფერენს ლიგის მეოთხე ტურში იბერია შინ ხეტაფეს მიიღებს - მატჩი 26 ნოემბერს, 21:45-ზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ბილეთების შეძენა კი tkt.ge-ზე უკვე შეგიძლიათ. ბილეთები შეიძინეთ აქ


ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ეროვნული ლიგა
იბერია 1999
კონფერენს ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ცხრილში მაგრად დაიძაბა - რამდენ ქულაშია დინამო თბილისი ლიდერთან?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ცხრილში მაგრად დაიძაბა - რამდენ ქულაშია დინამო თბილისი ლიდერთან?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დიდი ნაბიჯი უმაღლესისკენ - რა შეიცვალა ეროვნული ლიგა 2-ის ცხრილში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დიდი ნაბიჯი უმაღლესისკენ - რა შეიცვალა ეროვნული ლიგა 2-ის ცხრილში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

საჩემპიონო რბოლა - რა შეცვალა თბილისის დინამოს მოგებამ იბერიასთვის?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საჩემპიონო რბოლა - რა შეცვალა თბილისის დინამოს მოგებამ იბერიასთვის?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

საშინაო მატჩის ფაქტორი - იბერიას წარმოუდგენელი სტატისტიკური უპირატესობა გაგრასთან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საშინაო მატჩის ფაქტორი - იბერიას წარმოუდგენელი სტატისტიკური უპირატესობა გაგრასთან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

6 სთ წინ

ცხრილში მაგრად დაიძაბა - რამდენ ქულაშია დინამო თბილისი ლიდერთან?

News image

4 სთ წინ

დიდი ნაბიჯი უმაღლესისკენ - რა შეიცვალა ეროვნული ლიგა 2-ის ცხრილში?

News image

3 სთ წინ

საჩემპიონო რბოლა - რა შეცვალა თბილისის დინამოს მოგებამ იბერიასთვის?

News image

2 სთ წინ

საშინაო მატჩის ფაქტორი - იბერიას წარმოუდგენელი სტატისტიკური უპირატესობა გაგრასთან

კომენტარები

ლინკის დაკოპირება