საქართველოს ეროვნული ლიგის 32-ე ტურში დინამო თბილისმა გორში დილას 2:0 სძლია და სატურნირო ცხრილში ბრძოლა მაქსიმალურად დაძაბა.
თემურ ქეცბაიას გუნდმა ალგასიმე ბასა და მათე ვაწაძის გოლებით უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში, რის შედეგადაც 58 ქულა დააგროვა და დროებით მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ლიდერ ბათუმის დინამოს (59 ქულა) ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო იბერია 1999-ს (56 ქულა) ორი ქულით გადაასწრო.
შექმნილი სატურნირო რეალობიდან გამომდინარე, იბერია 1999-ის დღევანდელ მატჩს გაგრასთან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. იმისათვის, რომ თბილისელებმა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში პოზიციები არ დათმონ და სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდნენ, დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამარჯვება სჭირდებათ.
იბერიას წარმატების შემთხვევაში 59 ქულა ექნება, რაც ცხრილის ლიდერობისა და თბილისის დინამოს კვლავ უკან ჩამოტოვების საშუალებას მისცემს.
სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში არსებული სიმჭიდროვე ჩემპიონატის ფინიშს განსაკუთრებულ ინტრიგას სძენს.
იბერია 1999-ის დღევანდელი მატჩი გაგრასთან თბილისში, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის მე-2 სტადიონზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს, 21: 45-ზე იბერია კონფერენს ლიგაზე სახლში, მიხელ მესხის სტაიდიონზე ხეტაფეს უმასპინძლებს. ბილეთების ყიდვა ამ ლინკზე შეგიძლიათ.