საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები, ევრო 2027-ის შესარჩევი ეტაპის B ლიგის ეგიდით, უახლოეს რვა დღეში 3 შეხვედრას გამართავს.
ჩვენი გუნდი ჯგუფში დანიასთან, ბოსნიასთან და სან მარინოსთან ერთად მოხვდა.
ჩვენი ჯგუფის თამაშებს სან მარინოს ქალაქი დოგანა უმასპინძლებს, სრული განრიგი ასეთია:
11 ნოემბერი, 14:00 საათი (თბილისის დროით) - საქართველო U19 V დანია U19
14 ნოემბერი, 14:00 საათი (თბილისის დროით) - ბოსნია U19 V საქართველო U19
17 ნოემბერი, 19:30 საათი (თბილისის დროით) - სან მარინო U19 V საქართველო U19
B ლიგის ჯგუფებიდან, რომელიც ამავდროულად საკვალიფიკაციოს მეორე რაუნდია, შემდეგი ეტაპის საგზურს მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებულები მიიღებენ და გადაინაცვლებენ მე-3 რაუნდში, რომელშიც 28 გუნდი (21 - A ლიგიდან, 7 - B ლიგიდან) 7 ჯგუფში გადანაწილდება და ჯგუფის პირველადგილოსნები ევრო 2027-ის საგზურს მიიღებენ და დაემატებათ ფინალური ეტაპის მასპინძელი ჩეხეთი.
U19-ის უმნიშვნელოვანესი მატჩები - რომელ გუნდებს ხვდებიან ევროს საგზურისთვის?