საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის მატჩებს მიმდინარე კვირიდან ქუთაისში გამართავს.
მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჩიტაურმა აღნიშნული შეხვედრებისთვის დაგეგმილ შეკრებაზე ეს ფეხბურთელები გამოიძახა:
მეკარეები: შოთა მეტონიძე (ტორპედო ქუთაისი), ოთო გურიელი (დინამო თბილისი);
მცველები: ანდრია ფოცხვერია (ინტერი თბილისი), ნიკოლოზ კობზონაძე (დინამო თბილისი), გაბრიელ გოგუა (დინამო თბილისი), გიორგი აბულაძე (დინამო თბილისი), დემეტრე ჩხარტიშვილი (ინტერი თბილისი), საბა მეტონიძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ლიპარტელიანი (ატლეტიკ სან ჟუსტი, ესპანეთი);
ნახევარმცველები: ანდრია ოჩიგავა (დინამო თბილისი), ერეკლე კაკულია (სამტრედია), დემეტრე ქურასბედიანი (დინამო თბილისი), ჯუმბერ დუმბაძე (გონიო), გიორგი მღებრიშვილი (ინტერი თბილისი), დიმიტრი ბიჩინაშვილი (დინამოვეცი, რუსეთი), გიორგი ღუნაშვილი (დინამო თბილისი), ალექსანდრე ჩიქოვანი (ინტერი თბილისი), დავით მაჭარაშვილი (დინამო თბილისი);
თავდამსხმელები: გური კაკაბაძე (რუსთავი), ნიკოლოზ სახვაძე (დინამო თბილისი).
ჩვენი გუნდი 11 ნოემბერს - ავსტრიას, ხოლო 17 ნოემბერს ყაზახეთს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზეა.
შეხვედრათა დაწყების დრო ორივე შემთხვევაში 16:00 საათია, პირდაპირ რეპორტაჟებს კი სფფ-ის Youtube არხზე ვიხილავთ.