ბათუმის მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლემ 7-8 ნოემბერს კონტაქტურ კარატეში საერთაშორისო ტურნირს, Batumi Open & Grand Prix 2026-ს უმასპინძლა.
შეჯიბრებაზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა. ქართველმა კარატისტებმა ტურნირი 55 მედლით (15 ოქრო, 10 ვერცხლი, 30 ბრინჯაო) და გუნდური მეორე ადგილით დაასრულეს.
უფროსთა შორის ბათუმის 2026 წლის გრან-პრის ჩემპიონები გახდნენ მარიამ წიკლაური (-55 კგ), დავით ძნელაძე (-60 კგ), ანდრეი ზინჩენკო (-70 კგ) და დავით მსხალაძე (+80 კგ).
ბათუმის საერთაშორისო ტურნირზე 15 ქვეყნის 394 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. მედლები U12, U14, U16, U18 და უფროსი ასაკობრივი კატეგორიების მებრძოლებს შორის გათამაშდა.