საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები, ევრო 2027-ის შესარჩევი ეტაპის B ლიგის ეგიდით, ნოემბერში 3 შეხვედრას ჩაატარებს.
ჩვენი 19-წლამდელთა ნაკრები ჯგუფში დანიასთან, ბოსნიასთან და სან მარინოსთან ერთად მოხვდა. ზურაბ ხიზანიშვილმა სანაკრებო სიაში ეს ფეხბურთელები შეიყვანა:
მეკარეები: საბა ასანიძე (ლოკომოტივი თბილისი), მათე ჭელიძე (დინამო თბილისი);
მცველები: გიორგი ლომიძე (დინამო თბილისი), მათე შათირიშვილი (სამგურალი), საბა მარსაგიშვილი (იბერია 1999), შოთიკო დიაკონიძე (დინამო თბილისი), ლუკა კუპრავა (ტორპედო ქუთაისი), ლუკა ჩაბრაძე (ლოკომოტივი თბილისი), ერეკლე ძერყორაშვილი (ლოკომოტივი);
ნახევარმცველები: ლუკა ციკოლია (დინამო თბილისი), ნიკოლოზ შალიკიანი-(იბერია 1999), ლუკა გურჩიანი (გაგრა), საბა ავდოევი (იბერია 1999), ნიკოლოზი ბარიხაშვილი შეყლაშვილი (ატლეტიკო ოსასუნა), კობა კაკაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი კობაიხიძე (დილა გორი), ნიკოლოზ ადუაშვილი (დინამო თბილისი), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი);
თავდამსხმელები: დათო მელაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი).
B ლიგის ჯგუფებიდან, რომელიც ამავდროულად საკვალიფიკაციოს მეორე რაუნდია, შემდეგი ეტაპის საგზურს მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებულები მიიღებენ და გადაინაცვლებენ მე-3 რაუნდში, რომელშიც 28 გუნდი (21 - A ლიგიდან, 7 - B ლიგიდან) 7 ჯგუფში გადანაწილდება და ჯგუფის პირველადგილოსნები ევრო 2027-ის საგზურს მიიღებენ და დაემატებათ ფინალური ეტაპის მასპინძელი ჩეხეთი.
ჩვენი ჯგუფის თამაშებს სან მარინოს ქალაქი დოგანა უმასპინძლებს: საქართველო 11 ნოემბერს დანიას შეხვდება, 14-ში - ბოსნიას, 17-ში - სან მარინოს.
რომელი ფეხბურთელები გამოიძახეს 18-წლამდელთა ნაკრებში?