VIDEO: კითხვის ნიშნები მატჩამდე - რა პირობებში ითამაშა მამუმ პორტლენდთან?
38 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და დასავლეთ კონფერენციის ლიდერობა შეინარჩუნა.
კალიფორნიელებმა თავიანთივე კონფერენციის ასევე ერთ-ერთ ლიდერ პორტლენდ ტრაილ ბლეიზერსთან რთულ ბრძოლაში, 6-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვეს - 124:118.
ლუკა დონჩიჩმა 53 ქულა, 5 მოხსნა, 5 ასისტი მიითვალა, ოსტინ რივზს კი 25 ქულა, 3 მოხსნა, 2 ასისტი ჰქონდა. რაც შეეხება მამუს, 20:07 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა, 1 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
აღვნიშნოთ - მატჩამდე საათებით ადრე იწერებოდა, რომ სანდროს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლეოდა 100%-იან გარანტიას, რომ ითამაშებდა.
ქართველ კალათბურთელს მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი სწორედ პორტლენდის წინააღმდეგ ჰქონდა - 28 ოქტომბრის შეხვედრაში, როცა ლეიკერსი 129:136 დამარცხდა, 17 ქულა, 4 მოხსნა, 2 ასისტი მიითვალა.
ლოს ანჯელესელებმა რეგულარულის საწყის 10 შეხვედრაში მერვე გამარჯვება იზეიმეს, რაც ორივე კონფერენციის ეგიდითაც თანასაუკეთესო შედეგია - აღმოსავლეთში ფილადელფიას ბალანსიც 8:2-ზეა.
ლეიკერსი 9 ნოემბრის 03:00 საათზე ესტუმრება დეტროიტ პისტონსს, რომელსაც 8-დან 6 შეხვედრა აქვს მოგებული.