VIDEO: მიზანი მიღწეულია! - რომელ ლიგაში დაწინაურდა გურია ლანჩხუთი?
23 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლანჩხუთის გურიამ დასახულ მიზანს მიაღწია და 2027 წლის სეზონს ერთი დივიზიონით მაღლა გაატარებს.
საქართველოს ლიგა 3-ის 27-ე ტურში გურულებმა ერთ-ერთ აუტსაიდერ იბერია 2010-ს სტუმრად 7:0 მოუგეს და ეროვნული ლიგა 2-ში გადასვლა სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გაინაღდეს.
ლიგა 3-დან ზედა დივიზიონის პირდაპირ საგზურს ორი საუკეთესო გუნდი იღებს, გოჩა ტყებუჩავას გუნდი კი მესამეადგილოსან იბერია 1999 2-ს 10 ქულით უსწრებს.
1. გურია (ლანჩხუთი) - 62;
2. თბილისი 2025 (თბილისი) - 60 ქულა;
3. იბერია 1999 2 (თბილისი) - 52 ქულა;
4. გონიო (გონიო) - 50 ქულა;
5. მერანი (თბილისი) - 43 ქულა;
6. დინამო 2 (თბილისი) - 42 ქულა;
7. ვიტ ჯორჯია (მცხეთა) - 41 ქულა;
8. ლოკომოტივი (თბილისი) - 37 ქულა.
გურიასთან ერთად, ამავე ტურში საგზურის განაღდების მაგარი შანსი გაუშვა ხელიდან თბილისი 2025-მა, რომელიც მე-10 ადგილოსან დიდუბეს 3:0-ს უგებდა, თუმცა ბოლო 22 წუთში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. თბილისელები შემდეგ ტურში დერბიში მერანს შეხვდებიან და მიზნის მიღწევას მასთან გამარჯვებით შეეცდებიან.
ლიგა 3-ის მესამე-მეოთხე ადგილზე გასული გუნდები ეროვნული ლიგა 2-ის მერვე-მეცხრე ადგილზე გასულ გუნდებთან ორრაუნდიან საპლეიოფო ეტაპს ითამაშებენ.