საქართველოს ლიგა 4-ის ორმა ლიდერმა, ახალციხის სამცხემ და ბათუმის ვესტ ჯორჯიამ, ლიგა 3-ში დაწინაურება ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გაინაღდა.
მათმა მთავარმა კონკურენტმა, თბილისის არაგველებმა წარმატება გუნდებს სოციალური ქსელით მიულოცა.
"გილოცავთ დამსახურებულ წარმატებას! ფეხბურთი მხოლოდ გამარჯვებები და ქულები არ არის - ის მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა, შრომა და საერთო მიზნისთვის ბრძოლაა.
FC Aragvelebi გულითადად ულოცავს ჩვენს მეტოქე გუნდებს ზედა ლიგაში გადასვლას! გვიხარია თქვენი წარმატება, რადგან ვიცით, რამდენი შრომა, თავდადება და ემოცია დგას ამ შედეგის უკან.
მოედანზე მეტოქეები ვართ, მაგრამ ფეხბურთის მიღმა ერთი დიდი საფეხბურთო ოჯახის წევრები. სწორედ ეს ხდის ჩვენს სპორტს განსაკუთრებულს. გისურვებთ წარმატებებს ახალ გამოწვევებში, ღირსეულ ასპარეზობას და კიდევ ბევრ სასიხარულო მომენტს! პატივისცემით, FC Aragvelebi", - წერია არაგველების სოციალური ქსელის გვერდზე.
თავად არაგველებს ლიგა 3-ში დასაწინაურებელი საგზურის განაღდების შანსი მომდევნო ტურშივე ექნებათ, როცა გაგრა 2-ს უმასპინძლებენ.
ფოტო: ს.კ. არაგველები
ორი გადამსვლელი გაირკვა - რომელი გუნდები დაწინაურდნენ ლიგა 3-ში?