საგარეჯოს გარეჯმა ეროვნულ ლიგაში დაბრუნებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
ეროვნული ლიგა 2-ის 32-ე ტურში კახელებმა მარტვილის მერანს 3:0 მოუგეს, კონკურენტებმა თავიანთი მატჩი წააგეს, რითაც გარეჯმა ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე 7-ქულიანი უპირატესობა მიიღო.
მორიგი 3 ქულა აიღო და საპლეიოფო ზონას ნახევარ ნაბიჯამდე მიუახლოვდა სამტრედია, რომელიც საზაფხულო შესვენების შემდეგ ფანტასტიკურ ფორმაშია და შესაძლო 39-დან 30 ქულა აქვს მოპოვებული.
1. გარეჯი (საგარეჯო) - 57 ქულა;
2. შტურმი (სართიჭალა) - 49 ქულა;
3. თელავი (თელავი) - 47 ქულა;
4. სამტრედია (სამტრედია) - 46 ქულა;
5. მერანი (მარტვილი) - 43 ქულა;
6. არაგვი (დუშეთი) - 43 ქულა;
7. სიონი (ბოლნისი) - 40 ქულა;
8. ოდიში 1919 (ზუგდიდი) - 39 ქულა;
9. გორი (გორი) - 37 ქულა;
10. კოლხეთი 1913 (ფოთი) - 35 ქულა.
ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტური რჩება. ეროვნული ლიგის პირდაპირ საგზურს მხოლოდ პირველადგილოსანი მიიღებს, მეორე-მესამე ადგილოსნები კი უმაღლესის მერვე-მეცხრე პოზიციაზე გასულ გუნდებს ორრაუნდიან პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან.
ლიდერი გარეჯი 21 ნოემბერს სიონს ესტუმრება, იმავე დღეს მისი მთავარი კონკურენტი შტურმი არაგვს უმასპინძლებს, ხოლო ტურის მთავარი მატჩი სამტრედიაშია, სადაც თელავი ჩადის.
ფოტო: გარეჯი საგარეჯო