მარკის რიდის ბაჰჯეშეჯირ კოლეჯი თურქეთის სუპერ ლიგაში წარმატებულ თამაშს აგრძელებს.
საქართველოს ნაკრების წევრის გუნდმა დენიზლი ბასკეტი დამაჯერებლად, 11-ქულიანი სხვაობით (97:86) დაამარცხა და სეზონში მე-6 გამარჯვება იზეიმა.
რიდმა პარკეტზე გატარებულ 19:52 წუთში 14 ქულა, 1 მოხსნა, 3 ასისტი ჩაიწერა აქტივში. ზოგადად, ბოლო 8 შეხვედრის შედეგებით, საშუალოდ 17.25 ქულას აგროვებს.
ბაჰჯეშეჰირ კოლეჯმა მიმდინარე ჩემპიონატის 7-დან 6 თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილს თურქ ტელეკომთან ერთად ლიდერობს.
რიდი და მისი თანაგუნდელები 15 ნოემბერს 4-მოგებიან ეროკსპორს ესტუმრებიან.