საქართველოს ეროვნული ლიგის 32-ე ტურის ცენტრალურ მატჩში დინამო თბილისმა გორის დილა 2:0 დაამარცხა.
თენგიზ ბურჯანაძე არენაზე გამართულ შეხვედრაში თემურ ქეცბაიას გუნდი 29-ე წუთზე ალგასიმე ბამ დააწინაურა.
მატჩის 52-ე წუთზე კი 37 წლის მათე ვაწაძემ ორამდე გაზარდა თბილისელთა უპირატესობა და მიმდინარე სეზონში თავისი მე-9 გოლი გაიტანა.
ამ გამარჯვების შემდეგ დინამო თბილისმა 58 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში გადაასწრო იბერია 1999-ს (56 ქულა, 1 მატჩით ნაკლები) და გალიდერებულ ბათუმის დინამოსთან (59 ქულა) ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა.
თავის მხრივ, გორის დილა 40 ქულით მეექვსე ადგილზე რჩება და ბოლო წლების განმავლობაში პირველად დაასრულებს სეზონს საუკეთესო სამეულს მიღმა.