გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფემ ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში ხუვენტუტ ბადალონა დაამარცხა - 80:74.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 21:04 წუთი გაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო - 12 ქულა, 5 მოხსნა, 1 ასისტი.
5 მოგებითა და 2 მარცხით, ტენერიფე ლიგა ენდესას ერთ-ერთი ლიდერია და ჩამორჩება მხოლოდ პირველადგილოსან რეალ მადრიდს, რომელმაც 6-დან 6 თამაში მოიგო.
კანარიელები მომდევნო ტურში, 14 ნოემბერს, ესტუმრებიან მორაბანკ ანდორას, რომელიც შერმოს ყოფილი გუნდია.
გიორგი შერმადინის საოცარი შედეგი ევროთასზე!