რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს წრიული რბოლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართა.
ფინალური ეტაპის პირველ რბოლაში გამარჯვება გიორგი ბეჟიტაშვილმა მოიპოვა, მეორე ადგილი სანდრო თავართქილაძემ დაიკავა, ხოლო მესამე პოზიციაზე სანდრო ქაჯაია გავიდა.
მეორე რბოლაში საუკეთესო გიორგი წამალაშვილი აღმოჩნდა. მეორე ადგილზე ამჯერად სანდრო ქაჯაია გავიდა, ხოლო სამეული სანდრო თავართქილაძემ დაასრულა.
საქართველოს წრიული რბოლის ჩემპიონატი სულ ხუთ ეტაპსა და ათ რბოლას მოიცავს.
ის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საავტომობილო ტურნირია, რომელიც ავტოსპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციას ემსახურება.