ჩინეთის სუპერ ლიგის 2026 წლის სეზონის ბოლო, 30-ე ტურში ჩემპიონი დრამატული სცენარით გამოვლინდა.
ვაკო ყაზაიშვილის შანდონ ტაიშანმა ტურამდე 3-ქულიანი უპირატესობით ლიდერ ჩენდუ რონჩენს 3:2 მოუგო, რითაც დალიან იინგბომ ისარგებლა და ქვეყნის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.
აღსანიშნავია, ჩენდუმ და დალიანმა თანაბარი რაოდენობის ქულები დააგროვეს, თუმცა დალიანი ჩემპიონი გახდა იმიტომ, რომ კონკურენტს ორივე ურთიერთშეხვედრა მოუგო.
ჩინეთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი გვანჯოუა, რომელსაც 8 ჩემპიონობა აქვს მოპოვებული, შანდონსა და შანხაი პორტს 4-4 ჩემპიონობა აქვთ
რაც შეეხება ყაზაიშვილის გუნდს, შანდონმა სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა და ჩემპიონს 5 ქულით ჩამორჩა.
ვაკომ 2026 წლის სუპერ ლიგაში 20 საგოლე მოქმედება შეასრულა - 10 გოლი, 10 ასისტი.