ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ის ეგიდით 2026 წლისთვის დაგეგმილ მისთვის განსაზღვრულ ტურნირებზე გამოსვლა დაასრულა.
შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მიმდინარე 250-ქულიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ქართველი ჩოგბურთელი ხორვატ მეტოქესთან დამარცხდა.
შესარჩევი ეტაპის 1/2 ფინალში იტალიელ ფრანჩესკო პასაროსთან 2-სეტიანი გამარჯვების შემდეგ ნიკამ ბორნა გოიოსთან 3:6; 6:7 წააგო, რითაც მთავარ ბადეში გადასვლის შანსი გაუშვა ხელიდან.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა სეზონის ბოლოს მოუმატა და, ალმატის ტურნირის ფინალში გასვლის შედეგად, ATP-ის რეიტინგის საუკეთესო ასეულში დაბრუნება შეძლო - ამჟამად 87-ე ნომერია.
ATP-ის ეგიდით სათამაშო დარჩა წლის შემაჯამებელი ტურნირი და ახალგაზრდა ჩოგბურთელთა შემაჯამებელი ტურნირი. ცხადია, ბასილაშვილი არც ერთ მათგანზე არ მონაწილეობს, აი დეკემბრის შუამდე გაწერილ ჩელენჯერის კატეგორიის ტურნირებზე ითამაშებს თუ არა, ჯერჯერობით უცნობია.