დაკარში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ პირველი მედალი მოიპოვა.
ქვიშის ჭიდაობაში 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს პრიზიორი დავით მძევაშვილი გახდა.
ქართველმა სპორტსმენმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მასპინძელი სენეგალის წარმომადგენელი, ბაბაკარ მბაიე დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.
საპრიზო ადგილამდე დავით მძევაშვილმა ჯგუფურ ეტაპზე სამიდან ორი შეხვედრის მოგება შეძლო, ხოლო ნახევარფინალური ორთაბრძოლა ირანელ ამირალი დომირკოლაესთან დათმო.