საქართველოს ეროვნულმა ლიგამ ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი გამოავლინა.
ინდივიდუალური ჯილდოები ბათუმისა და თბილისის დინამოს წარმომადგენლებს ერგოთ.
თვის საუკეთესო მწვრთნელად ბათუმის დინამოს თავკაცი გიორგი ჭიაბრიშვილი დასახელდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ოქტომბერში სამივე შეხვედრა მოიგო და 23 ივნისიდან მოყოლებული, გუნდს 13-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.
ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშის ტიტული თბილისის დინამოს საყრდენ ნახევარმცველს, ნიკა ნინუას ერგო. მან გასულ თვეში ჩატარებულ 5 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, 1 საგოლე გადაცემა შეასრულა და დედაქალაქელთა თამაშში გადამწყვეტი როლი ითამაშა.