იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა - იბერიას მორიგი მნიშვნელოვანი მატჩი
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა - იბერიას მორიგი მნიშვნელოვანი მატჩი

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონი დასკვნით, ყველაზე დაძაბულ და საინტერესო ფაზაში შევიდა.


ჩემპიონობისთვის მებრძოლი იბერია 1999 უმაღლესი მიზნებისთვის ილაშქრებს და ყოველ მომდევნო ტურში ამტკიცებს, რომ ქვეყნის მთავარი საფეხბურთო ტიტულის მოპოვების უმთავრესი პრეტენდენტია.


32-ე ტურის ეგიდით, იბერია 1999 საკუთარ კედლებში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაგრას უმასპინძლებს. შეხვედრა 9 ნოემბერს, 20:00 საათზე გაიმართება და ჩემპიონობის მაძიებელი მასპინძლებისთვის მას სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება. 


მატჩის წინ 3 საინტერესო ფაქტი იკვეთება, რომელიც თბილისური კლუბის აშკარა უპირატესობასა და სიძლიერეს უსვამს ხაზს:


აბსოლუტური დომინაცია ურთიერთშეხვედრებში - ამ გუნდებს შორის ჩატარებული 21 ოფიციალური მატჩიდან, იბერია 1999 შთამბეჭდავი უპირატესობით ლიდერობს. თბილისელებს 14 გამარჯვება აქვთ მოპოვებული და მეტოქეს მხოლოდ 4-ჯერ დანებდნენ, 3 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. ეს სტატისტიკა ნათლად აჩვენებს, თუ რამხელა კლასობრივი სხვაობაა ამ გუნდებს შორის.


შემტევი ფეხბურთი და გოლების წვიმა - იბერია 1999 გაგრასთან ყოველთვის სანახაობრივ, დომინანტურ და შედეგიან ფეხბურთს თამაშობს. 21 დაპირისპირებაში ჯამში 64 გოლი გავიდა (საშუალოდ 3-ზე მეტი ერთ მატჩში), საიდანაც ლომის წილი, 41 გოლი, სწორედ იბერიას ფეხბურთელების ანგარიშზეა, გაგრამ კი მხოლოდ 23-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.


საჩემპიონო მოტივაცია და მიზანი - სატურნირო ცხრილში იბერია 1999 მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერ დინამო ბათუმთან სხვაობის აღმოსაფხვრელად თავდაუზოგავად იბრძვის. მაშინ, როცა გაგრა მე-8 ადგილზეა და მხოლოდ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე ფიქრობს, იბერიას ფეხბურთელებისთვის მოედანზე გასვლა მხოლოდ ერთ მიზანს - ოქროს მედლებისკენ მორიგი დიდი ნაბიჯის გადადგმას ემსახურება.


ახლა მთავარია, გულშემატკივარი მივიდეს ტრიბუნაზე და მხარი დაუჭიროს გუნდს, რომელიც მიმდინარე სეზონში მართლაც გამორჩეულ და ლამაზ ფეხბურთს გვთავაზობს. შანსი დიდია და იბერია 1999 ამ შანსს აუცილებლად გამოიყენებს!

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ეროვნული ლიგა
გაგრა
იბერია 1999

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

იბერია V გაგრა - გამორჩეული მატჩები და ურთიერთშეხვედრების ისტორია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბერია V გაგრა - გამორჩეული მატჩები და ურთიერთშეხვედრების ისტორია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლიდერის მარცხი და შანსი იბერიას - რა სიტუაციაა ეროვნულ ლიგაში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლიდერის მარცხი და შანსი იბერიას - რა სიტუაციაა ეროვნულ ლიგაში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩემპიონატის დასრულებამდე 1 თვით ადრე - დინამო ლიდერმა დატოვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩემპიონატის დასრულებამდე 1 თვით ადრე - დინამო ლიდერმა დატოვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ გახდა ეროვნული ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელი და მოთამაშე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ გახდა ეროვნული ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელი და მოთამაშე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

22 სთ წინ

იბერია V გაგრა - გამორჩეული მატჩები და ურთიერთშეხვედრების ისტორია

News image

19 სთ წინ

ლიდერის მარცხი და შანსი იბერიას - რა სიტუაციაა ეროვნულ ლიგაში?

News image

18 სთ წინ

ჩემპიონატის დასრულებამდე 1 თვით ადრე - დინამო ლიდერმა დატოვა

News image

26 წთ წინ

ვინ გახდა ეროვნული ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელი და მოთამაშე?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება