გავრცელებული ცნობით, ჯაბა კანკავამ დინამო თბილისი დატოვა.
Geo Team-ის ინფორმაციით, 40 წლის ნახევარმცველი სეზონის ბოლოს წასვლას განიხილავდა, თუმცა გუნდს ახლავე ტოვებს.
ჩემპიონატის დასრულებამდე 1 თვით ადრე, როცა დინამო თბილისი საჩემპიონო ბრძოლაშია და 5 მატჩი დარჩა ჩასატარებელი, როგორც ჩანს, ჯაბა კანკავა გუნდიდან მიდის.
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი დედაქალაქურ კლუბში 2025 წლის დასაწყისში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც სლოვან ბრატისლავა დატოვა.
კანკავა დინამო თბილისში 2003-2004 წლებშიც თამაშობდა, სადაც გუნდთან ერთად უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზეც იასპარეზა.