იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ლიდერის მარცხი და შანსი იბერიას - რა სიტუაციაა ეროვნულ ლიგაში?
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ლიდერის მარცხი და შანსი იბერიას - რა სიტუაციაა ეროვნულ ლიგაში?

39 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს ჩემპიონატში დაფიქსირებულმა შედეგმა საჩემპიონო ბრძოლა კიდევ უფრო დაძაბა.


ეროვნული ლიგის 32-ე ტურში სატურნირო ცხრილის ლიდერი დინამო ბათუმი თბილისში სპაერს დაუპირისპირდა.


შეხვედრის პირველ ტაიმში მხოლოდ 1 გოლი გავიდა, თუმცა საბოლოოდ მატჩი უხვგოლიანი გამოდგა.


მე-11 წუთზე ანგარიში უერდი მარამ გახსნა და სტუმრებს ტაიმი მოაგებინა, თუმცა მეორე ნახევრის სტარტზე მასპინძლებმა თამაშის მოტრიალება შეძლეს.


48-ე წუთზე გიგა სამხარაძემ პენალტის საშუალებით ანგარიში გაათანაბრა, 52-ე წუთზე კი გოჩა ცირდავამ სპაერი წინ გაიყვანა.


69-ე წუთზე თორნიკე ასკურავამ ცენტრიდან საოცარი გოლი გაიტანა და თბილისელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა.


90-ე წუთზე კი გიორგი ბუნტურის ავტოგოლით საბოლოო ანგარიში (3-2) დაფიქსირდა და დინამო ბათუმმა საჩემპიონო ბრძოლაში მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.


ამ მატჩის შემდეგ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს 59 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს კვლავ ლიდერობს, თუმცა ორშაბათს იბერია 1999-ს თავისი მატჩი გაგრასთან აქვს ჩასატარებელი, გამარჯვების შემთხვევაში კი ლევან კორღალიძის გუნდი დინამოს გაუთანაბრდება და ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო ცხრილში პირველ ადგილს დაიკავებს.


თავისი მატჩი მოიგო ოთხეულის კიდევ ერთმა გუნდმა რუსთავმაც, რომელმაც სამგურალი 2-0 დაამარცხა და ცხრილში 56 ქულით სწორედ იბერიას გაუთანაბრდა.


ხვალ თავის შეხვედრას გამართავს დინამო თბილისიც, რომელსაც 55 ქულა აქვს და გასვლაზე გორის დილას დაუპირისპირდება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

დინამო ბათუმი
დინამო თბილისი
ეროვნული ლიგა
იბერია 1999
ქართული ფეხბურთი
რუსთავი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რეკორდების სია - კვარაცხელია და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეკორდების სია - კვარაცხელია და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: შორეული გასროლა - თორნიკე მორჩილაძის გამარჯვების გოლი ესპანეთში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: შორეული გასროლა - თორნიკე მორჩილაძის გამარჯვების გოლი ესპანეთში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგორ წარიმართება იბერია V გაგრა? - სპორტული ანალიტიკოსების პროგნოზი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგორ წარიმართება იბერია V გაგრა? - სპორტული ანალიტიკოსების პროგნოზი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბერია V გაგრა - გამორჩეული მატჩები და ურთიერთშეხვედრების ისტორია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბერია V გაგრა - გამორჩეული მატჩები და ურთიერთშეხვედრების ისტორია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

8 სთ წინ

რეკორდების სია - კვარაცხელია და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ

News image

7 სთ წინ

VIDEO: შორეული გასროლა - თორნიკე მორჩილაძის გამარჯვების გოლი ესპანეთში

News image

4 სთ წინ

როგორ წარიმართება იბერია V გაგრა? - სპორტული ანალიტიკოსების პროგნოზი

News image

4 სთ წინ

იბერია V გაგრა - გამორჩეული მატჩები და ურთიერთშეხვედრების ისტორია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება