იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რეკორდების სია - კვარაცხელია და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

რეკორდების სია - კვარაცხელია და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ

21 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

არაერთი ინდივიდუალური და გუნდური მიღწევის წყალობით, პარი სენ-ჟერმენი მსოფლიო რეკორდსმენთა რიგებს შეუერთდა.


პარიზულმა კლუბმა გინესის მსოფლიო რეკორდის ჯამში 12 სერტიფიკატი მიიღო, რომლებიც საფრანგეთისა და ევროპის ფეხბურთში დამყარებულ რეკორდებს ადასტურებს.


ლიგა 1


1986-დან 2026 წლამდე მოპოვებული 14 ჩემპიონობით პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. გარდა ამისა, 2015/16 წლების სეზონში დაგროვებული 96 ქულა ლიგა 1-ის რეკორდია.


იმავე პერიოდში პარიზელებმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარეს - 2015 წლის 15 მარტიდან 2016 წლის 20 თებერვლამდე ზედიზედ 36 მატჩში არ დამარცხებულან.


კიდევ ერთი გამორჩეული მიღწევა 2018/19 წლების სეზონს უკავშირდება, როდესაც პარი სენ-ჟერმენმა 2018 წლის 12 აგვისტოდან 24 ნოემბრამდე ზედიზედ 14 შეხვედრა მოიგო.


შედარებით ახლო წარსულში პარიზულმა კლუბმა საფრანგეთის ჩემპიონატში სტუმრად წაუგებელი მატჩების ახალი რეკორდიც დაამყარა. 2023 წლის 26 თებერვლიდან 2025 წლის 3 მაისამდე პსჟ-მა მეტოქის მოედანზე ზედიზედ 39 შეხვედრა წაუგებლად ჩაატარა.


ჩემპიონთა ლიგა


პარიზული კლუბის რეკორდული მიღწევები ევროპულ ასპარეზზეც ვრცელდება.


2025 წლის 31 მაისს პარი სენ-ჟერმენმა მიუნხენში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის ინტერი 5:0 დაამარცხა და ტურნირის ისტორიაში ფინალის ყველაზე დიდი სხვაობით მოგების რეკორდი დაამყარა.


ამავე შეხვედრაში დეზირე დუემ ინდივიდუალური რეკორდი დააფიქსირა - ჩემპიონთა ლიგის ფინალში 3 გოლში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა).


2025/26 წლების სეზონში პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგაზე 45 გოლი გაიტანა, რაც ტურნირის ერთ სეზონში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია.


ინდივიდუალური მიღწევებით პარიზული კლუბის კიდევ 2 ფეხბურთელი გამოირჩა.


ვიტინიამ ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში 1602 გადაცემა შეასრულა და ახალი რეკორდი დაამყარა.


ხვიჩა კვარაცხელიამ კი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ზედიზედ 7 შეხვედრაში მინიმუმ 1 გოლში მიიღო მონაწილეობა, რაც ასევე ტურნირის რეკორდია. ქართველმა ფეხბურთელმა ეს შედეგი 2026 წლის 25 თებერვლიდან 6 მაისამდე პერიოდში დააფიქსირა.


ინდივიდუალური რეკორდები


პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელებს რამდენიმე რეკორდი საფრანგეთის ლიგა 1-შიც ეკუთვნით.


მარკინიოსმა 2014-დან 2026 წლამდე საფრანგეთის ჩემპიონატი 11-ჯერ მოიგო, რაც ლიგა 1-ის ისტორიაში ერთი ფეხბურთელის მიერ მოპოვებული ყველაზე მეტი საჩემპიონო ტიტულია.


ფაბიან რუისს კი საფრანგეთის ჩემპიონატში ინდივიდუალური წაუგებელი სერიის რეკორდი ეკუთვნის. ესპანელმა ნახევარმცველმა 2023 წლის 7 მაისიდან 2025 წლის 25 აპრილამდე პსჟ-ის შემადგენლობაში ზედიზედ 51 შეხვედრა ჩაატარა მარცხის გარეშე.


ამ 12 მიღწევის წყალობით პარი სენ-ჟერმენი და მისი ფეხბურთელები ოფიციალურად გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდნენ.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

დეზირე დუე
პსჟ
ქართული ფეხბურთი
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

05 ნოე, 2026

VIDEO: ისტორიული გოლი ევროპულ არენაზე! ძაგანიამ კოპენჰაგენს გაუტანა

News image

21 სთ წინ

მბაპეები, ბელინგემები, კვარაცხელიები - ფეხბურთის ყველაზე ძვირადღირებული ძმები

News image

19 სთ წინ

იბერია 1999 V გაგრა - რატომაა მატჩი უმნიშვნელოვანესი?

News image

2 სთ წინ

ჩუბინიძე პრემიერ ლიგა 2-ის თვის მოთამაშის ჯილდოზე წარადგინეს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

VIDEO: ისტორიული გოლი ევროპულ არენაზე! ძაგანიამ კოპენჰაგენს გაუტანა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ისტორიული გოლი ევროპულ არენაზე! ძაგანიამ კოპენჰაგენს გაუტანა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპეები, ბელინგემები, კვარაცხელიები - ფეხბურთის ყველაზე ძვირადღირებული ძმები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპეები, ბელინგემები, კვარაცხელიები - ფეხბურთის ყველაზე ძვირადღირებული ძმები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბერია 1999 V გაგრა - რატომაა მატჩი უმნიშვნელოვანესი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბერია 1999 V გაგრა - რატომაა მატჩი უმნიშვნელოვანესი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩუბინიძე პრემიერ ლიგა 2-ის თვის მოთამაშის ჯილდოზე წარადგინეს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩუბინიძე პრემიერ ლიგა 2-ის თვის მოთამაშის ჯილდოზე წარადგინეს
•ფეხბურთი

ფეხბურთი