ბორნმუთის ახალგაზრდა ფეხბურთელები, გიორგი ჩუბინიძე და ჩარლი სტივენსი, პრემიერ ლიგა 2-ის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე არიან წარდგენილნი.
კლუბის აკადემიის ორივე აღზრდილმა ოქტომბერში გამორჩეული თამაშით დაიმსახურა აღიარება. ორივე ფეხბურთელმა პრემიერ ლიგა 2-ის შეხვედრებში 2-2 გოლი გაიტანა.
ჩუბინიძემ ჯერ ბრაიტონთან ფრედ (3:3) დასრულებულ სანახაობრივ შეხვედრაში გამოიჩინა თავი, შემდეგ კი ბრენტფორდთან მინიმალური სხვაობით წაგებულ მატჩში (3:4) კიდევ 1 გოლი გაიტანა.
ჯილდოს გამარჯვებულს პრემიერ ლიგა უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.
მიმდინარე სეზონში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელის ანგარიშზე 8 მატჩში 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.