საქართველოს ეროვნული ლიგის მორიგ ტურში იბერია 1999 მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაგრას უმასპინძლებს.
გუნდებს ერთმანეთთან სულ 21 მატჩი აქვთ ჩატარებული. აქედან იბერია 1999-ის აქტივში 14 გამარჯვებაა, გაგრამ 4 შეხვედრა მოიგო, ხოლო 3 დაპირისპირება ფრედ დასრულდა.
ურთიერთშეხვედრებში გუნდებმა ჯამში 64 გოლი გაიტანეს, საიდანაც 41 იბერია 1999-ის ანგარიშზეა, ხოლო 23 გაგრას ფეხბურთელების.
ეროვნული ლიგის ფარგლებში გამართულ 19 მატჩში უპირატესობა ასევე მასპინძელთა მხარესია - 13 მოგება იბერია 1999-ს აქვს, 4 შეხვედრა გაგრამ მოიგო, ხოლო 2 მატჩში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.
რაც შეეხება კონკრეტულ სტადიონებს, ბენდელას სტადიონზე ჩატარებული 10 მატჩიდან 9 იბერია 1999-მა მოიგო და 1 ფრედ დასრულდა, ხოლო მერანის სტადიონზე გამართულ 11 შეხვედრაში 5 იბერიამ მოიგო, 4 გაგრამ, ხოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა.
გუნდების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით იბერია გაიმარჯვა 2023 წლის 3 სექტემბერს, როდესაც მეტოქე 5:0 დაამარცხა, ხოლო გაგრამ ყველაზე დიდი სხვაობით (4:0) 2024 წლის 29 მაისს იმარჯვა. ყველაზე უხვგოლიანი ფრე (3:3) კი 2022 წლის 29 ივნისს დაფიქსირდა.