საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში კანადას დაუპირისპრდა.
ჩვენმა ნაკრებმა კანადა 45:15 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ქართველებმა მეტოქეს 7 ლელო დაუდეს. თავი მიხეილ მგალობლიშვილმა, გიორგი ქევანიშვილმა, ალექსანდრე მამაიაშვილმა, ჯაბა ჯიბღაშვილმა, გეგი გიორგობიანმა, ბართლომე ხამაშურიძემ და ნიკოლოზ ჯანგულაშვილმა გამოიჩინეს, ხოლო ლუკა ჭაკუამ 5 ლელო ზუსტად გარდასახა.
ნახევარფინალში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მეტოქე ნიდერლანდებსა და პორტუგალიას შორის გამარჯვებული იქნება.