საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ყაზახეთის თანატოლთა ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
შეხვედრები თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება. კალენდარი ასე გამოიყურება:
15 ნოემბერი, 17:00 - საქართველო - ყაზახეთი
17 ნოემბერი, 17:00 - საქართველო - ყაზახეთი
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვასილ მაისურაძემ მომავალი მატჩებისთვის 22 ფეხბურთელი გამოიძახა, რომლებიც ძირითადად ადგილობრივ კლუბებში ასპარეზობენ. ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: საბა ცარციძე (ტორპედო ქუთაისი), გიგა გიგაური (იბერია 1999), გიგი წიკლაური (ლოკომოტივი თბილისი).
მცველები: დავით ცქვიტაია, ნიკოლოზ ფოცხვერია, ლუკა შარიქაძე, სანდრო ბუჩუკური (ოთხივე - დინამო თბილისი), საბა ხუციშვილი (ინტერის აკადემია), ალიკა გეთიაშვილი (დინამო ბათუმი), ირაკლი რაზმაძე (ტორპედო ქუთაისი).
ნახევარმცველები: საბა შარვაშიძე, ლუკა ჯუღელი, გიორგი გელაშვილი (სამივე - დინამო თბილისი), გიორგი გერგედავა, ნიკოლოზ ხატოიანი (ორივე - ტორპედო ქუთაისი), გიორგი ჯამარაული (მეშახტე ტყიბული), ანდრია ჯაშიაშვილი, ლუკა კოვზაძე (ორივე - იბერია 1999), რეზი გაზდელიანი (სიონი ბოლნისი).
თავდამსხმელები: გიორგი თოდრია (დინამო თბილისი), სანდრო კუნჭულია, ლაშა ჭელიძე (ორივე - იბერია 1999).