VIDEO: ბოლო წამზე მოგებული შეხვედრა! - ქუთაისი V ტყიბულის ორბი
16 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საკალათბურთო სუპერლიგის მეექვსე ტური ქუთაისში დრამატული შეხვედრით გაიხსნა, სადაც ტყიბულის ორბმა ადგილობრივ ქუთაისს 81:80 სძლია.
იმერული დერბი ორმხრივი დაძაბულობით წარიმართა. ტყიბულელები შეხვედრას სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდნენ და ტრავმების გამო განაცხადში მხოლოდ 8 კალათბურთელი ჰყავდათ.
მატჩის დასრულებამდე 40 წამით ადრე ლევან გოგიჩაიშვილის ორქულიანის შემდეგ ქუთაისი 80:76 დაწინაურდა. საპასუხო შეტევაში ჩარლი ბელმა 2 ქულა ჩააგდო, თუმცა საჯარიმო ვერ გამოიყენა.
მასპინძელთა შეტევაში ოთარ ფხაკაძემ სროლა ააცილა, რითაც ტყიბულელებს შანსი მიეცათ. მატჩის დასრულებამდე ერთ წამზე ნაკლებ დროში ბექა ლომაშვილმა ზუსტი სამქულიანი ტყორცნით ორბს ზედიზედ მეორე დრამატული გამარჯვება მოუტანა.
გამარჯვებულთა შემადგენლობაში 17 ქულით ყველაზე შედეგიანი ჯიმი ბელი იყო, ჰენრი ვეტერმა 15 ქულა დააგროვა, ხოლო ლუკა ხარაბაძემ 12 ქულა მიითვალა. ქუთაისელთა რიგებში 14 ქულით ანტონიო პატერსონი გამოირჩა, მაიკლ ფრეიზერმა 13 ქულა ჩააგდო, ხოლო ანზორ ნადირაძემ და ვილი ისიანმა 12-12 ქულა დააგროვეს.
სუპერლიგის მეექვსე ტურის მორიგ შეხვედრებში ბათუმი თსუ-ს უმასპინძლებს, ხოლო თბილისში ბლექ ფორტრესი რუსთავს დაუპირისპირდება.