საქართველოს ძიუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შერეული გუნდური ასპარეზობის ფინალშია.
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ჩატარებულ მეოთხედფინალში საქართველომ უნგრეთი 4-2, ხოლო ნახევარფინალში საფრანგეთი 4-3 დაამარცხა.
ქალთა მძიმე წონაში სოფიო სომხიშვილის ტრავმის გამო არყოფნის გამო ჩვენმა ნაკრებმა ორივე დაპირისპირება ჩამორჩენით დაიწყო, თუმცა ორივე ჯერზე გამარჯვება მოიპოვა.
უნგრეთთან თავიანთი შეხვედრები ლუკა მაისურაძემ, გურამ თუშიშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიგეს.
საფრანგეთთან კი გამარჯვებები ლუკა მაისურაძემ, ირაკლი დემეტრაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვეს, ოქროს ქულა კი საქართველოს ნაკრებს ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა.
ფინალში საქართველოს ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოს ნაკრები მოქმედი ევროპის ჩემპიონია და ფინალში ტიტულის დაცვას შეეცდება.