ჩინეთის ქალაქ შენჟენში მიმდინარე გრანპრის სერიის მესამე ეტაპზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა წარმატებით იასპარეზეს.
სპორტულ ცეკვებში რიტმული ცეკვების შემდეგ დევისისა და სმოლკინის წყვილი 79.31 ქულით მეორე ადგილზე იმყოფებოდა. თავისუფალ პროგრამაში ქართველმა მოციგურავეებმა 114.93 ქულა დაიმსახურეს, ჯამში 193.54 ქულა მოაგროვეს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
ამ შედეგით დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა გრანპრის სერიის ფინალში გამოსვლის უფლებაც გაინაღდეს. ტურნირის ფინალური ეტაპი 10-13 დეკემბერს კვლავ ჩინეთში გაიმართება.
დღესვე შენჟენში თავისუფალი პროგრამით ანასტასია გუბანოვა და ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილი გამოვლენ.