საქართველო შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა (MMA) მსოფლიოს ჩემპიონატს ზედიზედ მეორედ მასპინძლობს.
მასშტაბური სპორტული ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 1500-ამდე სპორტსმენი, მწვრთნელი, მსაჯი, ოფიციალური პირი და საერთაშორისო დელეგატი ეწვია.
ამ ეტაპზე ქართველი სპორტსმენების ანგარიშზე 9 მედალია - 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 4 ბრინჯაო:
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ნიკა ბერიძემ (88,4 კგ) მოიპოვა. ვერცხლის მედლებს გივი ბერიძე (70,3 კგ), იოანე ბიქოშვილი (79,4 კგ) და საბა სულამანიძე (97 კგ) დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს მედალი ტატო აბსანიძემ (74,8 კგ) დაისაკუთრა.
უფროსებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ლევან ლაგვილავა (97 კგ) გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედლები ანა აბრამიშვილმა და მანანა მუქერიამ მოიპოვეს.
საქართველომ MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატს ისტორიაში პირველად გასულ წელს უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ტურნირი საქართველოში 2027 წელსაც ჩატარდება.