VIDEO: ვოლკოვს ბოლო ტურებში სტაბილურად გააქვს - მერამდენე გოლი შეაგდო?
15 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის ზირამ აზერბაიჯანის ჩემპიონატში გაბალა 2:1 დაამარცხა, რაშიც ვოლკოვმა წვლილი გოლით შეიტანა.
პაპუნაშვილს არ უთამაშია, დავითმა კი ანგარიში მე-11 წუთზე თავური დარტყმის შედეგად გახსნა - მიმდინარე სეზონში მე-4 გოლი შეაგდო (ბოლო 4-დან 3 ტურში თითო-თითო გოლი აქვს).
ქართველების გუნდმა მე-11 ტურში მე-5 გამარჯვება იზეიმა, 19 ქულა მოაგროვა, მე-5 ადგილზეა და ევროტურნირების ზონასთან 2 ქულაშია.
ზირა მომდევნო ტურში სტუმრად შეხვდება იმისლის, რომელსაც 11 ქულა აქვს და მე-8 პოზიციას იკავებს.