დაკარში მიმდინარე ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წევრმა, ემილ ისმაილოვმა (55 კგ) სადებიუტო შეხვედრა წარმატებით ჩაატარა.
ქართველმა მოკრივემ დომინიკელი მაიკლ რეიესი 4:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ნახევარფინალის საგზურისთვის ის 9 ნოემბერს ლიბანელ რამზი ჰილალს დაუპირისპირდება.
საქართველოს დელეგაციიდან ტურნირს გამოეთიშა მშვილდოსანი დავით ბასილაძე, რომელმაც კანადელ იაშვირ ბეინსთან მეთექვსმეტედფინალური შეხვედრა 5:6 წააგო.
ასევე, ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულა ქვიშის მოჭიდავე ბოგდან კვანტალიანმა (80 კგ), რომელმაც ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ შეძლო.