NBA-ს მიმდინარე სეზონში სანდრო მამუკელაშვილის ლოს ანჯელეს ლეიკერსმა მორიგი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში.
კალიფორნიულმა გუნდმა აღმოსავლეთის კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერს, დეტროიტ პისტონსს სტუმრად უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 121:116 დაამარცხა.
ლუკა დონჩიჩის არყოფნაში, რომელმაც შეხვედრა ზურგის ტრავმის გამო გამოტოვა, ლეიკერსის შეტევას სათავეში ოსტინ რივსი ჩაუდგა და 43 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა.
სანდრო მამუკელაშვილი თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო. ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე 18 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.
ამ გამარჯვების შემდეგ ლეიკერსს 9 მოგება და 2 წაგება აქვს, რის შედეგადაც დასავლეთის კონფერენციას სათავეში უდგას. კალიფორნიელები მომდევნო შეხვედრას 10 ნოემბერს, სტუმრად ატლანტა ჰოუქსის წინააღმდეგ გამართავენ.