საქართველოს ნაკრებს ნოემბრის სანაკრებო პაუზაზე ახალი კაპიტანი ეყოლება.
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩებში ეროვნულ გუნდს კაპიტანი და ვიცე-კაპიტანი, ხვიჩა კვარაცხელია და ოთარ კიტეიშვილი, ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ, დაადასტურა, რომ უნგრეთთან და უკრაინასთან მატჩებში გუნდის კაპიტანი ოთარ კაკაბაძე იქნება.
31 წლის მარჯვენა მცველს ეროვნული გუნდის მაისურით 2015 წლიდან 81 მატჩი აქვს ჩატარებული.
საქართველოს ნაკრები 14 ნოემბერს, მიხეილ მესხის სტადიონზე, უნგრეთს დაუპირისპირდება, 17 ნოემბერს კი უკრაინას სლოვაკეთში შეხვდება.
3 დებიუტანტი - საქართველოს ნაკრების განაცხადი ნოემბრის მატჩებისთვის