საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი სტრატეგიული განვითარების გეგმის შესამუშავებლად თბილისში დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ვორქშოფში მონაწილეობა მიიღეს სფფ-ის მენეჯმენტისა და დეპარტამენტების წარმომადგენლებმა, უეფა-ს სტრატეგიული დაგეგმვის ექსპერტებმა (დენ ფლეტჩერმა და ჯეკ გილ-ბრაუნმა), ასევე ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის კლუბების, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ძირითადი პრიორიტეტები, მიზნები, ამოცანების შესრულების მექანიზმები და ორგანიზაციული რესურსები.
მიღებული რეკომენდაციები აისახება საბოლოო დოკუმენტში, რომელიც 2027-2031 წლებს მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წინა სტრატეგიული გეგმა უეფასთან ერთად 2022 წელს წარადგინა.