საქართველოს ხელბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 რაუნდში მეორე მატჩიც წააგო.
ნორვეგიასთან მარცხის შემდეგ რუბენ გარაბაიას გაწვრთნილმა გუნდმა ავსტრიის წინააღმდეგ ითამაშა და 12-ბურთიანი სხვაობით დამარცხდა - 23:35.
შედეგად, ორი ტურის შემდეგ ჯგუფს 2-2-მოგებიანი ნორვეგია და ავსტრია ლიდერობენ, საქართველოსა და თურქეთს კი ქულა ჯერ არ აუღიათ.
ჩვენი ნაკრები მომდევნო თამაშს 10 მარტს სტუმრად თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.