-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში პრაღის სპარტამ საკუთარ მოედანზე მადრიდის ატლეტიკო მიიღო.
შეხვედრა სტუმართა დომინირებით განვითარდა და საბოლოოდ გამანადგურებელი ანგარიშითაც დასრულდა.
პირველ ტაიმში როხიბლანკომ ორი გოლის გატანა მოახერხა. მე-15 წუთზე ჯარიმიდან გატანილი გოლით ანგარიში ხულიან ალვარესმა გახსნა, ტაიმის ბოლოს კი, 43-ე წუთზე მარკოს ლიორენტემ გაზარდა სხვაობა ორამდე.
თამაშის მეორე ნახევარში ატლეტიკოს უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. 59-ე წუთზე ალვარესმა დუბლი შეასრულა, 70-ე წუთზე თავისი გოლი ანტუან გრიზმანმაც გაიტანა.
85-ე და 89-ე წუთზე გატანილი გოლებით კი დუბლი ანხელ კორეამაც მიითვალა, ატლეტიკომ კი სპარტა 0-6 გაანადგურა.
სიმეონეს გუნდს 5 მატჩის შემდეგ 9 ქულა აქვს, პრაღელებს კი 4 ქულა რჩებათ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები