ტაიმაუტში სტუმრობისას, საქართველოს ნაკრებისა და ჩიკაგო ფაიერის ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა ერთა ლიგის მოახლოებულ მატჩებსა და გუნდის სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ტურნირის ახალი ფორმატი, რომელიც 12 დღეში ოთხი შეხვედრის ჩატარებას ითვალისწინებს, დიდ დატვირთვასთან არის დაკავშირებული:
ვფიქრობ, ერთა ლიგის ახალი ფორმატი ძალიან საინტერესოა, რადგან 12 დღეში ოთხი თამაშია ჩასატარებელი. ამიტომ ნაკრებისთვის ყველა გამოძახებული ფეხბურთელი მნიშვნელოვანი იქნება და სათამაშო დროს ყველა მიიღებს, რადგან შეუძლებელია, ამდენი შეხვედრა ერთმა და იმავე შემადგენლობამ ჩაატაროს.
ნახევარმცველმა აღნიშნა, რომ ჯგუფში (სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩრდილოეთ ირლანდია, უკრაინა და უნგრეთი არიან) ისეთი აშკარა ფავორიტები, როგორიც ესპანეთი ან ინგლისია, არ არიან:
ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებს ყველა მეტოქესთან ექნება შანსი, ითამაშოს ის ფეხბურთი, რომელიც ხალხს უყვარს... არ გვყავს აშკარა ფავორიტი და ეს ძალიან კარგია. ვფიქრობ, ყველა მეტოქესთან გვექნება შანსები და უნდა ვეცადოთ, დომინანტები ვიყოთ, მაგალითად, თბილისურ შეხვედრებში. საშინაო მატჩები ჩვენთვის უპირატესობა იქნება.