უეფამ ერთა ლიგის ფორმატში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც 2028/29 წლების სეზონიდან ამოქმედდება.
ახალი სისტემა ტურნირის სტრუქტურასა და დივიზიონების განაწილებას სრულად ცვლის.
მომდევნო სეზონიდან ერთა ლიგაში 4-ის ნაცვლად 3 დივიზიონი (A, B და C) იქნება, ხოლო D ლიგა აღარ იარსებებს. თითოეულ დონეზე 3-3 ჯგუფი შეიქმნება, სადაც თითოეულში 6 ნაკრები იასპარეზებს.
ვინაიდან საქართველოს ნაკრები B ლიგაში თამაშობს, გუნდის ვარიანტები და შესაძლებლობები ახალი ფორმატით ასე გამოიყურება:
პირველი ადგილი: პირდაპირი წესით A ლიგაში დაწინაურება.
მეორე ადგილი: A/B პლეი-ოფი (მოგების შემთხვევაში - A ლიგა, წაგების შემთხვევაში - B ლიგა).
მესამე ადგილი: B ლიგაში დარჩენა.
მეოთხე ადგილი: B/C პლეი-ოფი (მოგების შემთხვევაში - B ლიგა, წაგების შემთხვევაში - C ლიგა).
აღმასვლის მხრივ არაფერი შეცვლილა, თუმცა C ლიგაში გავარდნა გართულდა. ძველი ფორმატით მე-3 ადგილოსანი პლეი-ოფში თამაშობდა, ახლა კი მხოლოდ მე-4 ადგილზე გასული გუნდი ითამაშებს B/C პლეი-ოფს.