საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კადისის მარჯვენა მცველს, გიორგი გოჩოლეიშვილს სერიოზული ტრავმა აღმოაჩნდა.
25 წლის ფეხბურთელმა ლა ლიგა 2-ის მე-4 ტურის შეხვედრაში, ალმერიასთან (2:3) მატჩისას, კოჭი დაიზიანა და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია.
ანდალუსიური კლუბის ოფიციალური განცხადების თანახმად, ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესი ინდივიდუალური იქნება, თუმცა მსგავსი ტიპის ტრავმებს სარეაბილიტაციოდ, სავარაუდოდ, 2-დან 6 კვირამდე სჭირდება.
კლუბმა განაცხადა:
რამდენიმე საათის წინ ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევამ გიორგი გოჩოლეიშვილს კოჭ-წვივის სახსრის წინა სინდესმოზის ნაწილობრივი დაზიანება გამოუვლინა. მისი გამოჯანმრთელება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი დინამიკით წარიმართება პროცესი უახლოეს დღეებში.
შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ გოჩოლეიშვილი ვილი სანიოლის გუნდს სექტემბრის ბოლოს გასამართ უეფას ერთა ლიგის მატჩებში ჩრდილოეთ ირლანდიისა (25 სექტემბერს) და უკრაინის (28 სექტემბერი) წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.