VIDEO: რა შეასრულა?! - ლობჟანიძემ MLS-ის ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საბა ლობჟანიძემ MLS-ის ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა.
ქართველი შემტევის რეალ სოლტ ლეიკი დასავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსან ჰიუსტონ დინამოს ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.
ლობჟანიძე მოედანზე 70-ე წუთზე შეიყვანეს, 6 წუთში კი მეკარესთან ერთი-ერთზე გასულმა ლამაზი დარტყმა შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.
საბა სოლტ ლეიკში ივლისში გადავიდა, მე-12 შეხვედრა ჩაატარა და მე-5 საგოლე მოქმედება შეასრულა - 2 გოლი, 3 ასისტი.
სოლტ ლეიკელებს 23 ტურში 29 ქულა აქვთ და საპლეიოფო ზონას ისევ 1 ქულით ჩამორჩებიან.
რეალ სოლტ ლეიკი, რომელსაც MLS-ში 17 მაისის შემდეგ, 10 თამაშია აღარ მოუგია, 13 სექტემბრის 05:30 საათზე, აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილოსან ნიუ იორკ სიტის უმასპინძლებს (6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს).